შალვა პაპუაშვილი სამცხე-ჯავახეთში მესაზღვრეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში, N2 “ახალციხის” სამმართველოს, N9 სექტორი “სამება” სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასაზღვრო პუნქტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ პარლამენტის წევრებს სასაზღვრო პუნქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, სოზარ სუბარი, ელისო ბოლქვაძე, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი იმყოფებიან.