სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამხრეთ საქართველოში დღეს დილით 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები თბილისის დროით 07:36 წუთზე დაფიქსირდა სოფელ სამებასთან, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ზე.
მიწისძვრის წყარო 9 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრა იგრძნობოდა თბილისშიც, ეპიცენტრიდან დაახლოებით ას კილომეტრში.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.