ილია დარჩიაშვილი – ვამაყობ, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია

ძალიან ვამაყობ იმის ხილვით, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.

„დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის შედეგს გამოიღებს“, – წერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისათვის, დღეს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრაა დაგეგმილი.