ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ისტორია, კულტურა და ტრადიციები – „ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“, ამ წიგნების პრეზენტაცია დღეს გაიმართა ახალციხეში .
წიგნის მთავარი რედაქტორი ბექა მინდიაშვილი. მისი თქმით, სამომავლოდ იგეგმება ამ წიგნების ციფრული ვერსიები, რომლებიც ქართულ და ინგლისურ ენებზე გავრცელდება. იგეგმება ამავე თემაზე ფილმების გადაღებაც.
წიგნები მომზადდა გაეროს ასოციაციის ტოლერანტობის, სამოქალაქო გაცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის PITA-ს ფარგლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.