ჯავახელმა სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდსმენი დაამარცხა

14 ივლისს რუსეთის დედაქალაქში გაიმართა მკლავჭიდის ჩემპიონატი სახელწოდებით „მოსკოვის ლომები“, სადაც ახალქალაქის რაიონის სოფელ ბავრაში მცხოვრებმა იგორ ლაზარიანმა მსოფლიო რეკორდსმენი არტემ ბაბენოკი დაამარცხა.

ამ ტურნირზე იგორმა მარჯვენა ხელით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარცხენა ხელით მე-2 ადგილი.  ის 95 კგ წონით კატეგორიაში გამოდის.