23 ივლისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეს კულტურის სახლში GIPA MEDIA LAB-ის მონაწილეებმა ჯავახეთიდან საკუთარი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ GIPA ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩვენება გახსნა სპირიდონ ბაგირიანის ფილმმა “პირველად კინოთეატრში”, რომელიც სათხეს კინოთეატრის ისტორიას გვიყვება.
„სპირიდონის ფილმი GIPA MEDIA LAB-ის წლევანდელი დოკუმენტური ფილმების ფესტივალის “უხილავი ამბები სამცხე-ჯავახეთიდან” გამარჯვებულია.1960-იანი წლებიდან სოფელ სათხეს კულტურის სახლში კინოთეატრი ფუნქციონირებდა. ინდური ფილმების სანახავად დარბაზი ხალხით ივსებოდა. ხანდახან ბილეთებიც კი არ ჰყოფნიდათ. კინოთეატრის დიდი ეკრანი 1990-იან წლებში გაქრა და მას შემდეგ აღარც აღდგენილა. ახლა კი, ბევრი წლის შემდეგ, იგივე კინოთეატრის დარბაზში საკუთარი დოკუმენტური ფილმები GIPA Media lab-ის მონაწილეებმა აჩვენეს:
„მეთუნუქე ბაგრატი“, ავტორი: სამველ სეირანიან
„არასოდეს დანებდე“, ამირან უსტიან, ტათევიკ თუმასიან
„ოცნების მუზეუმი“, მარინე კაზარიან, სიუზი პალოიან
„მატროხელა მამა“, სედა გიგოლიან
„მზისას ამბავი“, არტიომ ქოსიან, ევგინე ღარსლიან
„ადელინი“, ზოია კარსლიან
ფილმების ჩვენებას სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა. ჩვენების შემდეგ დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა ფილმების ავტორებისთვის კითხვები დაესვათ.
GIPA Media Lab-ის პროექტი 2016 წლიდან ამერიკის საელჩოსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.