ახალციხეში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი კონფლიქტი გადაიზარდა რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში, რასაც მოჰყვა ასობით მსხვერპლი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს ახალციხის ცენტრალურ პარკში აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. პატივი მიაგეს დაღუპულ ვეტერანებს, მოქალაქეებს, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.