ახალციხეში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ახალგაზრდული ფორუმი, მასტერკლასი სამაგიდო თამაშებზე, გამოფენის ინსტალაცია: „ახალგაზრდობა სოციალური ცვლილებისთვის“, ფერების ფესტივალი – დღეს ახალციხე მასპინძლობს ღონისძიებებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

გაეროს ინიციატივით მსოფლიო 1999 წლიდან ყოველწლიურად 12 აგვისტოს აღნიშნავს ამ თარიღს. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, ღონისძიება გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოეწყო. მათივე ინფორმაციით, მერიამ დღევანდელი ღონისძიებისთვის 9000 ლარი გამოყო. ღონისძიება კონცერტით დასრულდება.