ქალაქ ვალეში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

დღეს ქალაქ ვალეში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. ქალი ყელში ცივი იარაღით იყო დაჭრილი.

წინასწარი მონაცემებით, შემთხვევა თვითმკვლელობას ჰგავს. მომხდართან დაკავშირებით ჩვენი რედაქცია შსს-სგან პასუხს ელოდება.

მომხდარის გამო ქალაქ ვალის კულტურის სახლში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო, რადგან გარდაცვლილი მეზობლად ცხოვრობდა, – ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს.