შეხვედრა მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ

დღეს, 2 სექტემბერს, ახალქალაქში, მუნიციპალიტეტის შენობის წინ არსებულ პარკში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემატური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებთან კონსულტაციები გამართეს.
დაინტერესებულ მოქალაქეებთან შეხვედრას მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.