ანსამბლი “ჯავახეთი” საბერძნეთიდან წარმატებით დაბრუნდა

 

ახალქალაქის ანსამბლი „ჯავახეთი“ გამარჯვებით დაბრუნდა „პარალიის მე-6 ცეკვის საერთაშორისო ფესტივალიდან“, რომელიც საბერძნეთში 20 აგვისტოს გაიმართა.
ფესტივალზე ჯავახეთიდან 31 მოცეკვავე მიიღო მონაწილეობა და მათ  სიგელები გადაეცა. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ალიკ ქსპოიანმა ასევე მიიღო ცალკე სერტიფიკატი და სამახსოვრო მედალი ლამაზი შესრულებისთვის და ანსამბლის საუკეთესო ხელმძღვანელობისთვის.

ალიკ ქსპოიანი დიდი აღტაცებით საუბრობს საბერძნეთში გამართულ სპექტაკლებზე, ბერძენი ხალხის დამოკიდებულებაზე და ანსამბლის ლამაზ და ორიგინალურ სპექტაკლებზე. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ფესტივალში მონაწილეობას.

ფესტივალში 7 ქვეყანა მონაწილეობდა. ღონისძიების საპატიო გახსნა და დახურვა ანსამბლ „ჯავახეთს“ დაევალა. მათ შეასრულეს 4 საცეკვაო ნომერი.

ანსამბლ “ჯავახეთის”  მოსწავლეებმა აღნიშნეს , რომ მათ იქ თბილად მიიღეს, მათი ცეკვა ფესტივალის დანარჩენ მონაწილეებსაც და ბერძენ ხალხსაც შეუყვარდა.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ფესტივალზე მონაწილეობისთვის 2500 ლარი გამოყო, დანარჩენი თანხა კი   ,,შენთვის ჯავახეთო“ კონცერტის შემოსავლიდან იყო გამოყოფილი და ასევე მონაწილეების  მშობლებმაც დაუჭირეს  მხარი .