ბორჯომში მაშველებმა ქალის ცხედარი ამოიყვანეს

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს, იუწყება ადგილობრივი მედია ბორჯომი TV.

ამავე წყაროს ცნობით, გარდაცვლილი მოხუცი ქალია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.