სომხეთის თავდაცვის უწყება – სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე პოზიციური ბრძოლები გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზეპოზიციური ბრძოლები გრძელდება, აზერბაიჯანული ძალები არ წყვეტენ წინსვლის მცდელობებს, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არამ ტოროსიანმა განაცხადა.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის იარაღის გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებებით, თავს ესხმის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – დასძინა ტოროსიანმა.