აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სიუნიქის ოლქის სოფელი ქარაშენი „გრადის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე თქმით, დაბომბვა წუხელ განხორციელდა და არავინ დაშავებულა.
ამასთან, სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სოფელ სოთქის საარტილერიო დაბომბვის შედეგად ორი ქალი დაშავდა.