სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთის წინააღმდეგობა მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით – ამ და ყველა სხვა თვალსაზრისით ჩვენ სომხეთის მეგობარი ვართ. ჩვენ აქ ვართ თქვენი ხელისუფლების პატივისცემის გამო.
როდესაც ჩვენ ჩვეულებრივ ვესტუმრებით ქვეყანას, ეს არის პატივისცემის გამოვლენის მიზნით და ასევე გვინდა ინფორმაციის მიღება, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ამ დელეგაციამ აშშ-დან სომხეთში მოიტანა ამერიკელი ხალხის სიყვარული და პატივისცემა მთავრობისადმი და სომეხი ხალხისადმი,-ნენსი პელოსი.
ნიკოლ ფაშინიანი და ნენსი პელოსი ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ გამოვლენილ აგრესიისა და სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანული შენაერთების გაყვანის შესახებ. განიხილეს რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესაძლებლობები, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხები.