44-დღიანი ომიდან 2 წლის შემდეგ. ახალქალაქში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

 

44-დღიანი ომიდან ორი წელი გავიდა. სომხები პატივს მიაგებენ ომში დაღუპულთა ხსოვნას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.დღეს, 27 სექტემბერს, ახალქალაქის ჯვრის ამაღლების ტაძარში პანაშვიდი გაიმართა. მეუფე ნარეკ ტიგრანიანი აღნიშნავს, რომ ყველა სომეხი ვალდებულია, თაყვანი სცეს სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნას.

გმირების ხსოვნას პატივი მიაგო არცახის პირველი ომის მონაწილე სამველ პეტროსიანმაც. ის დარწმუნებულია, რომ მეომარი არ დამარცხებულა ბრძოლის ველზე, სომეხი დამარცხდა დიპლომატიურ ფრონტზე და გამოთქვამს იმედს, რომ მალე ერი კვლავ აღდგება სამართლიანი ბრძოლისთვის.

ჯავახეთის სომხური ფონდის  ოფისი ფუნქციონირებს და ჯავახეთში უამრავი ადამიანია, ვისაც სურს დაეხმაროს სამშობლოს ამ რთულ მომენტში, ამბობს ფონდის თანადამფუძნებელი და დირექტორი კარენ პაპიკიანი.
პატივისცემის ნიშნად, ,,ჯავახეთი სომხეთის გვერდით” ფონდის წარმომადგენლებმა ტაძარში დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ ყვავილები შეამკეს როგორც უდანაშაულო მოწამეების ხსოვნის ამსახველ ხაჩკარს, ასევე 44-დღიანი არცახის ომიში მონაწილე ჯავახეთის დაღუპული გმირების ფოტოებს, რომელიც  განთავსებულია ,,ჯავახეთი სომხეთის გვერდით” ფონდის ოფისში .

2020 წლის 27 სექტემბერს, 07:10 საათზე, სომეხი ხალხისთვის ყველაზე საშინელი რამ მოხდა: დაიწყო 44-დღიანი არცახის ომი.

9-10 ნოემბრის ღამეს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა 01:00 საათზე ომის დასრულების შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი.

9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიუხედავად, ორი წლის შემდეგაც კი, აზერბაიჯანული მხარე ყველა სომეხ სამხედრო ტყვეს არ აბრუნებს.