28 სექტემბერს, დაახლოვებით 18:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე საბრძოლო პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
„სომხურმა მხარემ საპასუხო მოქმედებებს მიმართა. აზერბაიჯანული პროვოკაციის შედეგად სომხურ მხარეს 3 დაღუპული ჯარისკაცი ჰყავს“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არამ ტოროსიანმა.
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო.