თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება

„ქართული ოცნების” დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება.

ტალიაშვილის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია.

ტალიაშვილის ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. საკითხს 3 ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს სესიაზე მიიღებს.

თამარ ტალიაშვილს პარლამენტში “ქართული ოცნების” სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.