ახალციხის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

ახალციხის ციხის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ფეისბუქზე მისი პოსტიდან გახდა ცნობილი. 2021 წლის 9 დეკემბერს ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა ციხის დირექტორის პოსტზე გიორგი ნათენაძე წარადგინა.

„მიჭირს ახალციხის ციხესთან განშორება, მაგრამ დროა დავუბრუნდე სამსახურს და საკუთარ საქმეს მივხედო. 9 თვის განმავლობაში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ბევრი დაიგეგმა. მივდივარ და ვტოვებ თქვენ მიერ დაწყებულ პროექტებს და დიდი იმედი მაქვს რომ გაგრძელდება”