საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი საავტომობილო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ გაიხსნა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი ,,ნინოწმინდის” საავტომობილო გამშვები პუნქტი გაიხსნა. ,,ნინოწმინდის” საბაჟო პუნქტზე მოეწყო თანამედროვე კონტროლის სისტემით არჭურვილი 11 ახალი გასასვლელი  საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო, სამგზავრო და მსუბუქი მანქანებისთვის.

საგუშაგოზე 70-მდე მებაჟე იმუშავებს. ორივე მიმართულება გათვლილია იმისთვის, რომ ყოველდღიურად გაიაროს მინიმუმ 600 სატვირთო მანქანა, 3000 მანქანა და 8000 მგზავრი.