ტორტი წარწერით: ,,მადლობა თეა წულუკიანს” და სადღეგრძელოები – ასე აღნიშნეს ახალციხის დრამატული თეატრის მსახიობებმა, როდესაც მიკროავტობუსი თეატრს გადასცეს – თეატრმა ფეისბუქის გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით წაშალა.
თეატრის დირექტორმა, ლია სულაშვილმა გვითხრა, რომ ვიდეოს ამოღება თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება და ვიდეო მოგვიანებით განთავსდება.
მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობებმა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს მიკროავტობუსის გადაცემა, შენობის შეკეთება და ხელფასების გაზრდა სთხოვეს, რადგან, მათი თქმით, წულუკიანმა პრობლემების მოგვარება გასულ წელს დაჰპირდა. გარდა ამისა, წულუკიანმა თეატრის ზოგიერთი მსახიობი შანტაჟსა და ულტიმატუმის ენით წარმოთქმაში დაადანაშაულა. ასეთი განცხადება მან მინისტრის საათზე ანტონ ობოლაშვილის კითხვის პასუხად გააკეთა. საუბარი იყო მესხეთის თეატრის შენობის რეაბილიტაციაზე.
სააგენტომ 10 თეატრს მიკროავტობუსი გადასცა.