ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, ლიკანში მოხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. როგორ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ღამის გათენება დაახლოებით 30 ადამიანს სჭირდება, რომელთა დაბინავებას სასტუმროებში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
ოთარ არბოლიშვილის ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა.
„მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს. სავარაუდოდ, მოხდა გაზის გაჟონვა, რამაც გამოიწვია ნგრევა. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტი, დაჯავშნილია სასტუმროები და დაახლოებით 30 ადამიანს დასჭირდება ღამის გასათევი, რასაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. აფეთქებისას სავარაუდოდ, ასაკოვანი ქალი იმყოფებოდა სახლში, მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.
ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. შენობა შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება.