ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედია ტელეკომპანია „ბორჯომის“ ცნობით, სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქების შედეგად ერთი დაშავებული ბორჯომის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.
კლინიკის დირექტორი დავით ბარბაქაძე ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
შემთხვევა დღეს მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო მაშველები და პოლიცია. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ველოდებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რამ გამოიწვია აფეთქება და დაიწყო თუ არა გამოძიება.
ფოტო: ტვ. ბორჯომი