როგორ არის ლიკანში აფეთქების შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსის ვითარება

ბორჯომის მერის ოთარ არბოლაშვილის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად შენობის ძირითადი საძირკველი არ დაზიანებულა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები, რომლებმაც ტერიტორია დატოვეს მედიისთვის კომენტარის გარეშე .

შეგახსენებთ, რომ აფეთქება 22 ოქტომბერს მოხდა, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შენობაში მცხოვრები 88 კი სასტუმროებში გადაიყვანეს.