13-14 ნოემბერს იტალიაში, მილანში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში, კრივში და MMA-ში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა ახალქალაქელმა სპორტსმენმა: სარგის ტონაკანიანმა, არტიუშ აივაზიანმა და ვარაზდატ ჰაკობიანმა. სპორტსმენების მწვრთნელი – სერგეი ტონაკანიანი.
საპატიო პირველი ადგილები 15 წლის სარგის ტონაკანიანმა და 14 წლის არტიუშ აივაზიანმა დაიკავეს, ხოლო 13 წლის ვარაზდატ ჰაკობიანმა მე-2 ადგილი დაიკავა.მწვრთნელი სერგეი ტონაკანიანი ულოცავს ბიჭებს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სახელით მადლობას უხდის ყველას, ვინც მათ მხარი დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ მილანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯავახელი სპორტსმენები საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ და ბრწყინვალე შედეგებით ბრუნდებიან.