როგორ მივიღო ერთჯერადი სოციალური დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში, 3 დეკემბრამდე, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ.

ამ სოციალური დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შშმ ბავშვებს, მათ შორის მიმღებ ოჯახებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იურიდიული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან (ან) დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ ბავშვის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

გადახდა განხორციელდება საბანკო გადარიცხვის სახით მითითებულ საბანკო ანგარიშზე.