2023 წელს ქალაქ ახალციხეს შესაძლოა ახალი 209 ათას 200 ლარის ოდენობით საახალწლო განათებები და ელექტრო ფარნები გადაეცეს. მერიამ ამ თანხაზე სამუშაოებზე ტენდერი ორ ეტაპად გამოაცხადა.
პირველი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მიმღებმა კომპანიამ 135 050 ლარად უნდა შეიძინოს 3000 ცალი 10 მეტრიანი ფერადი ნათურა, 30 ცალი 3 მეტრიანი ფარდა და 250 ცალი ე.წ ჯონჯოლი.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, დოკუმენტის მიხედვით, 75 მანათობელი ბურთი, 150 ფიფქი და 4 1,80 სმ ანგელოზი 74 150 ლარად.
მერიაში გვეუბნებიან, რომ თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ჩვენს კითხვაზე, რა ბედი ეწევა ძველ საახალწლო გირლანდებს, მერიაში გვიპასუხეს: „ის აქსესუარი, რომელიც გასულ წლებში გვქონდა, ახალთან ერთად, წელს გამოვიყენებთ“.
ამ სახელმწიფო შესყიდვებზე წინადადებები მიიღება 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით.