ახალციხის მერიამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, N 7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სათამაშო მოედნისა და ბილიკების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ფინანსდება.
პროექტი ითვალისწინებს სათამაშო მოედნისა და ბილიკების მოწყობას. ბილიკები მოასფალტდება, მოეწყობა ბორდიურები. სათამაშო მოედანი, დაფარული რეზინის საფარით. ადგილზე ასევე განთავსდება სკამები.
ტენდერის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.