უკრაინის საელჩომ ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის წარმომადგენლებს სამადლობელო სიგელები გადასცა

ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის თავმდომარე ირაკლი კაჭარავა, აღმასრულებელი დირექტორი ანა ჯალაღონია და სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი მარიკა არევაძე საქართველოში უკრაინის საელჩომ სამადლობელო სიგელებით დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოში უკრაინის საელჩომ მიმდინარე წელი შეაჯამა და უკრაინის მეგობარ პირებს სამადლობელო სიგელები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში საელჩოს სახელით გამოხატეს მადლიერება უკრაინისათვის მძიმე პერიოდში ქვეყნისა და უკრაინის მოქალაქეებისათვის აღმოჩენილი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ღირებულებების გვერდით დგომა და მხარდაჭერა, რომლის დასაცავადაც ურყევად დგას უკრაინა. მადლობას ვუხდით უკრაინას, ჩვენთვის პატივია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და ვიდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით“, – განაცხადა ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის თავმჯდომარემ, ირაკლი კაჭარავამ.