სოფელ საძელში ბეტონის გზას აგებენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელში შიდა გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება ბეტონის საფარი 270 მ. გზის მონაკვეთზე.


ინფრასტრუქტურული სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ სოფლის საერთო კრებაზე მოსახლეობამ პროექტი ხმათა უმრავლესობით აირჩია.