HEKS EPER GEORGIA პროექტის ფარგლებში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა

დღეს HEKS EPER GEORGIA-ს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „გენდერული ბიუჯეტი და ერთობლივი დაგეგმვა“.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები.

განხილვის თემები იყო:

• ინფორმირებულობა და ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობა მოქალაქეთა უკეთესი მონაწილეობისთვის;

• მუნიციპალური სტრატეგია, პოლიტიკა, განვითარების გეგმა და ურთიერთქმედება.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS EPER GEORGIA რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამცხე-ჯავახეთი – სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ცენტრი (SCCSF).