ბორჯომის მერია – სოფელ საკირესა და დვირში არმირებული ბეტონის საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დასრულდა, ხოლო სოფელ ჭობისხევში სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ საკირესა და დვირში არმირებული ბეტონის საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დასრულდა, ხოლო სოფელ ჭობისხევში სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ტაბატაძის თქმით, საკირეში ბეტონის კედელი 3 მონაკვეთად 100 გრძივი მეტრზე აშენდება. დვირში 21 გრძივ მეტრზე, ხოლო ჭობისხევში საყრდენი კედლის რეაბილიტაცია 35 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს.

პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.