ბორჯომში, არდაგანის უბანში მიკროავტობუსი შენობას შეეჯახა, არიან დაშავებულები

ბორჯომში, არდაგანის უბანში მიკროავტობუსი შენობას შეეჯახა,  არიან დაშავებულები.

ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის  ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

პირველად ინფორმაცია ტელეკომპანია „ბორჯომის“ მიერ გავრცელდა.

ფოტო: ტვ ბორჯომი