პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვას, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვას, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება.

კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება ექნება სააგენტოს 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს. ასევე, საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული, უფლება აქვს, სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს.

მოქმედი კანონით აღნიშნული ვადები 2022 წლის 31 დეკემბერს იწურება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით სააგენტოს 1935-მა, ხოლო 2019 წელს – 2044-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ მიმართა. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით კი, 2018 წელს ისარგებლა 3120-მა, ხოლო 2019 წელს 7234-მა მოქალაქემ.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს საქართველოს 1217-მა ყოფილმა მოქალაქემ მიმართა, ხოლო საქართველოს 3 186-მა მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა.

კანონის პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: – ბექა ოდიშარიამიხეილ სარჯველაძეალუდა ღუდუშაური და გივი ჭიჭინაძე.