რამდენად საკმარისია ურაველის გზაზე კლდის ფრონტალური გაწმენდა პრობლემის სრულად მოსაგვარებლად?

რამდენიმე წელია, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურაველში, გზატკეცილთან კლდის ნაწილი იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოძრაობისას – მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული კლდე ქვებისგან რამდენჯერმე გაასუფთავა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლის თქმით, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა ადგილმდებარეობის შესწავლა, შემდეგ კი ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარება.

ორგანიზაცია ახალციხის მერიას პრობლემის მოგვარებას 4 წელია სთხოვს, თუმცა ამ საკითხით ჯერჯერობით არავინ დაინტერესებულა.
შეგახსენებთ, რომ ურავლის ხეობაში ქვები რამდენჯერმე ჩამოვარდა, რამაც გზის ნაწილი დროებით გადაკეტა.

წელიწადში რამდენჯერ უწევს მერიას კლდის გაწმენდა, რა თანხა იხარჯება მასზე, ვინ წყვეტს, საჭიროა თუ არა პერიოდული გაწმენდითი სამუშაოები, რამდენად არის ეს საგზაო უსაფრთხოებისთვის და არის თუ არა გეგმა ფართომასშტაბიანი სამუშაოებისთვის. ? — მერიიდან ამ საკითხებზე საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.