საახალწლო ღონისძიება ახალციხეში 25 დეკემბერს გაიმართება. ამ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზეიმი ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება.
14:00 საათზე – საზეიმო ორკესტრის მსვლელობა.
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთების, გლინტვეინის, დარიჩინის ნამცხვრების, ცხელი შოკოლადის გამოფენა-გაყიდვა.
14:00-19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები.
14:00-18:00 საათზე – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა.
შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
14:30-17:00 – ადგილობრივი არტისტების საბავშვო კონცერტი.
17:00-17:30 – აზოტის შოუ.
17:30-18:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.
18:00-18:30 – ორკესტრის მსვლელობა.
18:30 – 19:45 – თემურ თათარაშვილი, ანი კეკუა, ზუკა ხუციშვილი, ნატო გელაშვილი, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები.
20:00 საათზე – სადღესასწაულო ფეიერვერკი.