ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მცირე კვლევაში ნათქვამია, რომ ახალციხის, სხვილისის, საძელის, წყრუთისა და წყალთბილის ოთხ სოფელში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მაკი სუდაძის თქმით, სულ 207 ადამიანი გამოიკითხა, საიდანაც 13% ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, ხოლო 9% ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი.
მისი თქმით, დასავლეთის ოპონენტების მთავარი არგუმენტი რუსეთის პროვოცირების არაპროვოცირების პოლიტიკაა. ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს კვლევის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო სექტორის წარმომადგენლებს და ახალციხეში მცხოვრებ ახალგაზრდებს გააცნო.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, გაწევრიანების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.