ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ამავე კლინიკის ექიმს ბრალი წაუყენა.
პროკურატურის ინფორმაციით, ვაქცინაციიდან 20 წუთში მეგი ბაქრაძის ექიმმა „სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში ნახა“, თუმცა სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკა დატოვა.
ექიმს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე: