26 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერა“ სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტული სამუშაოების შესარჩევად შეხვედრები დაიწყო.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა მერის მოადგილე თემურ მჭედლიძესთან ერთად შეხვედრები გამართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლებთან.
წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შარშანდელთან შედარებით იგივეა და 922 000 ლარია. თითოეული სოფელი იღებს ფულს პროგრამის ფარგლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველაზე მცირე თანხა 10 000 ლარია, ყველაზე დიდი კი 20 000 ლარი, მოსახლეობის მიხედვით სოფლები იღებენ 12 000 ან 16 000 ლარს. დაფინანსების პროექტების არჩევისთვის ადგილობრივი მოსახლეობა საერთო კრების ან კონსულტაციების დროს ხმების უმრავლესობით წყვეტს, რა პრიორიტეტულად დაიხარჯება სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.