სომხეთთან საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმება საქართველოში ამოქმედდა

სომხეთთან საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმება საქართველოში ამოქმედდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შესაბამისად, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთისას შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ პირადობის მოწმობით და არ იქნება საჭირო პასპორტის წარდგენა.

გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა აცნობოს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს შეთანხმების დადების შესახებ, ასევე აცნობოს სომხეთის ხელისუფლებას შეთანხმების ამოქმედებისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.