ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების პროექტების შესარჩევად.
შეხვედრა წინაუბნის, ჯულღის, აბათხევის, წყალთბილისა და ნაოხრების მოსახლეობასთან გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფლებში არსებული საჭიროებების გადაწყვეტა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო.
თითოეულმა სოფელმა მიიღო თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად.