ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

თოვლის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ბათუმის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

უწყების ცნობით, მითითებული ადგილი გაწმენდილია და, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოძრაობა აღდგება.