ახალციხის ავტოსადგურის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი გახდა

ახალციხის ავტოსადგურის ტერიტორიაზე შესვლა ყველა მსურველისთვის ფასიანი გახდა და ღირებულება 1 ლარია.

ფაქტს მაღაზიების მეპატრონეები და ტაქსის მძღოლები აპროტესტებენ. ტაქსის მძღოლების თქმით, იმისთვის, რომ აღნიშნულ ადგილზე გაჩერება შეძლონ, დღეში 3 ლარი უნდა გადაიხადონ.