ახალციხის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ტაქსით მოძრაობდნენ, დღეს არ შეუშვეს. მათი თქმით, იქ 20 წელზე მეტი მუშაობდნენ, ახლა სადგურის მოპირდაპირე მხარეს დგანან.
„გაგვაგდეს, ახლა სადგურის მოპირდაპირე მხარეს ვდგავართ. ყველას ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ არავინ დაგვიჭირა მხარი“, – გვეუბნება ერთ-ერთი მძღოლი.
თავად მძღოლების თქმით, ახალმა კომპანიამ პარკირების საფასური 90 ლარამდე გაზარდა და ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი გახადა.
დღეს იმ ადგილას, სადაც აქციის მონაწილე ტაქსის მძღოლები იდგნენ, კომპანია “ეკონომი-ტაქსის” მანქანები იდგა – ჯერ არ ვიცით, როგორი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასა და ავტოსადგურს შორის.
ახალციხის ავტოსადგურის წინ ტერიტორია შპს „ვიპ ტრანსმა“ 5 წლით იჯარით გასული წლის ნოემბერში მიიღო. ტაქსის მძღოლების თქმით, ახალმა კომპანიამ განახლებული ტარიფები დააწესა.