ბორჯომში უსახლკარო ცხოველების თავშესაფრის მშენებლობა იგეგმება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში უსახლკარო ცხოველების თავშესაფრის აშენება იგეგმება, რომელთანაც ახალციხის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობას გეგმავს, – ამის შესახებ ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა მერის მრჩეველთა საბჭოზე განაცხადა.

თავშესაფრის პროექტი რომ ნამდვილად არსებობს, ბორჯომის მერიაშიც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავშესაფრის მშენებლობა ფარეხაში იგეგმებოდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა, თუმცა უშედეგოდ.