რა ბედი ეწევა ახალციხეში თაბუკაშილის ქუჩაზე მდებარე სახლს, რომელიც წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად გამოიყენება? – ქუჩის მოსახლეობი თქმით, გამვლელები იქ ნაგავს, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებს ყრიან.
ამ სახლის პრობლემაზე არაერთხელ დავწერეთ. პრობლემა მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზეც განიხილეს. ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, გზებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ, სახლის გაწმენდა და ღია სივრცეების დახურვა იგეგმება, რათა მოსახლეობამ ნაგავი ღია სივრცეში არ გადაყაროს.