ახალქალაქში, ოჯახის შექმნის მიზნით ქალის გატაცების საქმეზე 4 პირი სასამართლოს წინაშე წარსდგა

ახალქალაქში პროკურატურამ ახალგაზრდა ქალის გატაცების საქმეზე ბრალი 4 პირს წაუყენა.

ბრალდებულთა ადვოკატის თქმით, დღეს ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სამი ბრალდებულის თავისუფლების აღკვეთის და ერთის 10 000 ლარის ოდენობის გირაოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, დაკავებულებს ოჯახის შექმნის მიზნით ახალგაზრდა ქალის გატაცებაში ედებათ ბრალი და ბრალს აღიარებენ.
შემდეგი მოსმენა 23 აპრილს გაიმართება.

ბრალდებულები 21 თებერვალს დააკავეს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხება.