ლიბანისა და სირიის დიასპორის საკითხებში მთავარი კომისარი ლიბანისა და სირიის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული სომხური თემების პრობლემებს გაეცნობა

დიასპორის საკითხებში მთავარი კომისარი ზარეჰ სინანიანი და დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის ოფისის საკანონმდებლო ინიციატივებისა და სტრატეგიის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ჰოვჰანნეს ალექსანიანი მარტში გაემგზავრებიან ლიბანსა და სირიაში, რათა გაეცნონ მიწისძვრის შედეგად დაზარალებული სომხური თემების პრობლემებსა და საჭიროებებს.  ამის შესახებ  აღნიშნულია სომხეტის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებაში, რომელიც გამოქვეყნებულია სომხეთის რესპუბლიკის  ელექტრონული მმართველობის ვებგვერდზე.

„დიასპორის საკითხებში მთავარი კომისარი ზარეჰ  სინანიანი და დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის ოფისის საკანონმდებლო ინიციატივებისა და სტრატეგიის განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიის განვითარების დეპარტამენტის უფროსი 2023 წლის 7-11 მარტის ჩათვლით მივლინებით გაემგზავრონ ლიბანის რესპუბლიკაში(ბეირუთი, 7 მარტი, 9-11 მარტი) და სირიის არაბული რესპუბლიკა (დამასკი: 7-8 მარტი, ალეპო: 8-9 მარტი, კესაბი: 9 მარტი) მიწისძვრის შედეგად  დაზარალებული სომხური თემებისა და დაწესებულებების პრობლემების აღმოფხვრისთვის.”- ნათქვამია ბრძანებაში.