ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა – მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 1 530 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
თანხის ნაწილი, 612 ათასი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოიყოფა, დანარჩენი კი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაემატება.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა, სოფლების მოსახლეობისათვის პრიორიტეტად რჩება გზის აღდგენა, სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგება, გარე განათების მშენებლობა, სასაფლაოების შემოღობვა და საბავშვო მოედნების მშენებლობა.
ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტს შეუძლია თითოეულ სოფელზე გამოყოფილი თანხა 200%-ით გაზარდოს.