სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და მხარს უჭერენ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.
„ჩვენ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს, ორგანიზაციებს და ინდივიდებს საქართველოში, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული ევროპული გზისთვის. ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ მეზობელ საქართველოში მსგავსი საკამათო კანონის მიღება დიდ ზიანს მიაყენებს ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე პირველ რიგში რეგიონში დემოკრატიულ პროცესებს, რომლის განვითარებასაც საქართველო წარმოადგენს თავისი სამოქალაქო საზოგადოების მიერ.
ჩვენ, სომხეთის რესპუბლიკის ქვემორე ხელმომწერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პარტნიორ ორგანიზაციას და ინდივიდს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის და ხალხის მიერ მეზობელ მოძმე საქართველოში არჩეულ გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.